კახა კალაძე გოთუას ქუჩაზე წვიმის შედეგად დაზიანებული ცენტრალური სანიაღვრე სისტემის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო

კახა კალაძე გოთუას ქუჩაზე წვიმის შედეგად დაზიანებული ცენტრალური სანიაღვრე სისტემის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა, თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა, განსაკუთრებით კი ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. მათ შორის, დაზიანდა გოთუას ქუჩაზე არსებული კოლექტორი და გზის სავალი ნაწილი, სადაც კახა კალაძე იმყოფებოდა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. კონკრეტულად გოთუას ქუჩაზე კი არსებული ცენტრალური სანიაღვრე სისტემა და მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაზიანდა. კოლექტორი სამშენებლო ნაგვით იყო სავსე და წყლის გატარება ვერ მოხდა. ცხადია, ყველაფერს მოვაწესრიგებთ.

ზოგადად, დღეს მოსულმა ნალექმა დედაქალაქში და განსაკუთრებით საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე შექმნა პრობლემები, მათ შორის, არის სადარბაზოებისა და სარდაფების დატბორვის ფაქტები. აბსოლუტურად ყველგან მივალთ. ყველა ქუჩისა და საცხოვრებელი კორპუსის პრობლემას მივხედავთ. ჩვენი მხრიდან რა დახმარებაც იქნება საჭირო, ყველა მოქალაქეს დავეხმარებით. ზარები შემოდის ცხელ ხაზზეც. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. ვაწარმოებთ, როგორც გაწმენდის, ასევე აღდგენის სამუშაოებს“, - განაცხადა თბილისის მერმა

მათივე ინფორმაციით, გოთუას ქუჩაზე, სადაც ცენტრალური სანიაღვრე სისტემა დაზიანდა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები აღდგენის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, საგზაო მოძრაობა ორმხრივად არის აღდგენილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს