„ვენდისი“ პატარა მომხმარებლებს „ქიდს მილს“ უკვე საჩუქრით სთავაზობს

პირველად „ვენდისის“ საქართველოში მოღვაწეობის ისტორიაში, „ქიდს მილის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ საჩუქრად სათამაშო მიიღონ. სიახლე ლეგენდარული ამერიკული ბრენდის -„ვენდისის“ გლობალური ინიციატივის ნაწილია. სათამაშოები ყოველ 6-8 კვირაში შეიცვლება და „ვენდისის“ პატარა სტუმრებს „ქიდს მილის“ სათამაშოების ახალი კოლექციის მოლოდინი „ვენდისში“ მოსვლის დამატებით მოტივაციას მისცემს.

„ჩვენთვის, მთავარი პრიორიტეტია განწყობა, რომელსაც ჩვენს სტუმრებს ვუქმნით. ბავშვები კი ყველაზე მგრძნობიარე მომხმარებლები არიან. შესაბამისად, „ვენდისისთვის“ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პატარა მომხმარებლებს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ემოციური გამოცდილება გავუზიაროთ და „ქიდს მილის“ საჩუქრებით „ვენდისის“ რესტორნებიდან ბედნიერები, ლაღები და გახარებულები გავისტუმროთ“, აცხადებს „ვენდისის“ აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე.

პირველი კოლექციის სათამაშოები „ვენდისის“ ცნობილი დესერტის - „ფროსტის“ პერსონაჟები არიან.

„კიდს მილის“ სათამაშოებიანი მენიუ პირველად დოლიძის ქუჩაზე მდებარე „ვენდისის“ რესტორანში, ორგანიზაცია „ცისარტყელას“ ბენეფიციარ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ერგოთ. პატარა სტუმრებს სპეციალურად მათთვის მოწყობილ გეიმ-ზონაში „ქიდს მილის“ საჩუქრები და სხვადასხვა ბრენდირებული პრიზებიც დახვდათ.

„ვენდისის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადავწყვიტეთ, რომ „ქიდს მილის“ საჩუქრებიანი მენიუ პირველი იმ ბავშვებისთვის გაგვეცნო, რომელთაც განსაკუთრებულად ჭირდებათ ყურადღება და ბევრი სახალისო, გემრიელი მოგონება. „ვენდისში“ კი ყოველთვის არის ადგილი სითბოსა და ყურადღებისთვის.“ აცხადებს „ვენდისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ალექსანდრე შენგელია.

„ვენდისში“ ბავშვებისათვის დაბადებისდღის ცენტრიც ფუნქციონირებს, რომელიც გასართობ პროგრამებს ყველა ასაკის იუბილარებისთვის მუდმივად ანახლებს. გეიმ ზონაში კი გართობა არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც უხარიათ.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო