ALDE - ქართველებისთვის შენგენის სივრცეზე უვიზო წვდომა არა მხოლოდ უკეთესი სერვისების შესაძლებლობა, არამედ მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყნის ევროპულ გზაზე - ამ პოტენციურ დანაკარგზე პასუხისმგებლობა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აკისრია

შენგენთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაკარგვაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აკისრია. ამის შესახებ ­განცხადებას "ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება", ALDE Party-ი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გვერდში უდგანან ქართველ ხალხს, თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში.

“თითქმის 300 დღეა ქართველი ხალხი ქუჩაში აპროტესტებს მათი დემოკრატიული და ევროპული კურსიდან გადახვევას. ამ შაბათს კიდევ უფრო დიდი პროტესტია დაგეგმილი, რათა საკუთარი ხმა გააგონონ შენგენთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაკარგვაზე. ქართველებისთვის შენგენის სივრცეზე უვიზო წვდომა შესაძლებლობაა არა მხოლოდ უკეთესი სერვისებისა და შესაძლებლობებისთვის, არამედ მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყნის ევროპულ გზაზე. ამ პოტენციურ დანაკარგზე პასუხისმგებლობა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აკისრია. გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში!” , - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს