ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი - სახლში, გადაადგილების დროს წაიქცა და მიიღო ტვინის შერყევა, რამდენიმე დღეა წოლითი რეჟიმი აქვს - ექიმის რეკომენდაცია იყო, რომ სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანონ - რაც შეეხება ბრალს, სიმართლეს არ შეესაბამება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის დიმიტრი ხაჩიძის განცხადებით, ბურჭულაძეს წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული, რის გამოც, მისი დაკავების დროს სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ბურჭულაძემ რამდენიმე დღის წინ საყოფაცხოვრებო პირობებში ტრავმა მიიღო.

„სასწრაფო დახმარება იმიტომ გახდა საჭირო, რომ რამდენიმე დღის წინ, საყოფაცხოვრებო პირობებში ტრავმა მიიღო, წოლითი რეჟიმი ჰქონდა. ამიტომ, ექიმის რეკომენდაცია იყო, გადაიყვანონ სასწრაფო დახმარების მანქანით. რამდენიმე დღის წინ, სახლში მიიღო ტვინის შერყევა. შეიძლება ადამიანი წაიქცეს ელემენტარულად, რა პრობლემაა? სახლში იყო და გადაადგილების დროს, წაიქცა და დაზიანდა, მიიღო ტვინის შერყევა. რამდენიმე დღეა წოლითი რეჟიმი აქვს“,- განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგი არ მოუსმენია და ადგილზე მისვლის დროს შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული იყო.

„დამირეკეს, მოსულები არიან დასაკავებლადო. რომ მოვედი, პროცედურები უკვე დაწყებული იყო“,- განაცხადა ადვოკატმა.

ბრალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა - "ვთვლით, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება".

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება