„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

12 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ისნის რაიონში, შილდის ქუჩა N6-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 სექტემბერს, საღამოს 22:00 საათიდან, 13 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლის გამზირის N2-12; N1-9, ქეთევან დედოფლის მოედნის N 2-ს, მეტეხის ქუჩა N16-ს, მთავარანგელოზის ქუჩა N3-22, ახვლედიანის შესახვევს და ახვლედიანის აღმართს, ირბახის, კონსტანტინე ერისთავის (ფაბრიციუსის), გურჯაანის, ფაღავას, ცისკრის, ალაზნის, დუშეთის, არარატის, არმაზის, ავლაბრის, ვახტანგ VI, ცუცქირიძის, გაბრიელ ეპისკოპოსის, მესხიშვილის, წერეთლის, გელათის, ხივინის, ხიდისთავის, იორის, გუმბრის, ურიცკის, რაზიკაშვილის, ლაგოდეხის, ალიხანიანის, ბოროდინის, სართიჭალის, კროპორტკინის, გაბისკირიას, სამრეკლოს, ტირიფონის, ალვანის, აბდუშელიშვილის, კარდენახის, ბაჩანას, ხერხეულიძის, ფოსტის, ლომოურის, ქურხულის, ხარაგაულის, ბადიაურის, წურწუმიას, იზაშვილის, შილდის, ფშავის, ნაქერალის, გედევანიშვილის, კვალეთის, მუჯირიშვილის, მრევლიშვილის, რუისპირის, ახალუბნის, კვეზერელი-კოპაძისა და ფერიცვალების ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება