სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ - ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი ახალ სირცხვილად იქცევა?! საქართველოს ინტერესების შელახვის პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენზეა

ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას?! იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი საქართველოს ახალ სირცხვილად იქცევა, ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და ნდობას უკარგავს,- ასე ეხმაურება მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების დაკავებას.

მისი თქმით, ხელისუფლება პოლიტიკური ლიდერების დაკავებით ცდილობს საზოგადოება დააშინოს და გააჩუმოს.

ზურაბიშვილი აღნიშნულს საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკას უწოდებს.

„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ სრულიად სამარცხვინო დაჭერების სერიალს. კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი უმიზეზოდ და უკანონოდ დააკავეთ. გგონიათ, რომ ამით ხალხს დააშინებთ და გააჩუმებთ?!

თქვენივე „გუნდის“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, სავარაუდოდ, ჯერ შიდა ანგარიშსწორება გაუმართეთ და შემდეგ კორუფციის ბრალდებით დააკავეთ, რადგან გგონიათ, რომ ამით საკუთარ კოლექტიურ კორუფციას გადაფარავთ! და ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას?! იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი საქართველოს ახალ სირცხვილად იქცევა, ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და ნდობას უკარგავს.

ასეთი ნაბიჯებია: ადამიანების დაპატიმრება მოგონილი მიზეზებით; აქტივისტებზე ძალადობა და მათი დაკავება აზრის გამოხატვის გამო; პოლიტიკური ლიდერების უსაფუძვლო, ერთიმეორის მიყოლებით დაპატიმრება; თქვენი გუნდის უკიდეგანო კორუფციის გამოაშკარავება; ბინძური შიდა ანგარიშსწორებები კრიმინალური სამყაროს მეთოდებით; ყველა ჩვენი პარტნიორის ლანძღვა და დადანაშაულება (პრეზიდენტი ტრამპის ჩათვლით).

ეს ყველაფერი ხომ საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკაა!

მსოფლიოს წინაშე ჩვენს ქვეყანას ისე აცნობთ, თითქოს ის მხოლოდ დაჭერების, კორუფციის, ძალადობის, მეგობარი პარტნიორების მოტყუებისა და უპრინციპულობის სიმბოლო იყოს. ამით ცდილობთ, საქართველოს ნამდვილი სახე და ღირებულებები დაივიწყოს მსოფლიოს თვალში.

საქართველოს ინტერესების ასე შელახვის პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენზეა და მხოლოდ თქვენზე!”,- წერს ზურაბიშვილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის