ლაშა ტყეშელაძე - ლევან ხაბეიშვილს ვერ გააჩერებენ, ის ამბობს, რომ სადაც იქნება იქ იბრძოლებს - მოუწოდებს ყველას, აიტაცოთ საქართველოს დროშა და 4 ოქტომბერს მშვიდობიანად გამოხვიდეთ რუსთაველზე

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს პოლიტიკური განცხადების გამო, რაც არის აბსურდი, მათ ეშინიათ 4 ოქტომბრის. ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს ყველას, რომ აიტაცოთ საქართველოს დროშა და 4 ოქტომბერს მშვიდობიანად გამოხვიდეთ რუსთაველზე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

ლაშა ტყეშელაძის თქმით, სისტემა აღარ არსებობს, რეჟიმი ჩამოშლილია და ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.

„პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ეს ყველაფერი არის შეკერილი და სასაცილო. საქართველოს ისტორიას, მსოფლიო ისტორიას, რომ პოლიტიკური განცხადების გამო ვინმე დაეკავებინათ. ეს არის შეკერილი პოლიტიკურად და მათ ეშინიათ 4 ოქტომბრის.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ის მთელ საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თუ ერთმა ადამიანმა ეს ყველაფერი შეძლო, ხომ ყველამ კარგად ვიცით რატომ დააკავეს, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გამოდიოდა და ხალხს უნერგავდა რწმენას. ერთი მედროშე დააკავეს, მაგრამ ხალხს ეუბნება, რომ ხართ მილიონობით, საქართველოს მედროშე, რომელმაც გულში უნდა აიტაცოს საქართველოს დროშა და 4 ოქტომბერს გავიდეს ყველა რუსთაველზე და ხალხს ასევე ეუბნება, თუ ვინმე ისევ ბლა ბლა ბლა-ს დაიწყებს თამაშობს ივანიშვილის თამაშს. ამ დაკავებამ მთელ საზოგადოებას უნდა ანახოს, რომ შესაძლებელია მშვიდობიანი დამხობა, ვერანაირი კავშირი, ვერავითარი სხვა საქმე ვერ შეკერეს და პოლიტიკურ განცხადებაზე დააკავეს ადამიანი. მინდა საზოგადოებას გავახსენო, ივანიშვილი როდესაც მოდიოდა პოლიტიკაში, ყველა სოფელს ჰპირდებოდა 5 მილიონს, ყველას სთავაზობდნენ რომ პენსიას გაუზრდიდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის - რომ წარმოვიდგინოთ სამართლებრივად, წარმოიდგინეთ ლევან ხაბეიშვილი რას ჰპირდებოდა, რომ სპეცრაზმელი და პოლიციელი, რომელიც არ შეასრულებდა უკანონო დავალებას, ანუ კანონიერად მოიქცეოდა, ხალხზე არ იძალადებდა, ამის შემდეგ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აღარ იქნებოდა, ჩატარდებოდა არჩევნები და არჩევნების შემდეგ გაიმარჯვებდა თავისუფალი ადამიანები, ბიუჯეტიდან კანონიერად პოლიციელები მიიღებდნენ თანხას, ეს როგორ არის დანაშაული? მაგრამ ივანიშვილის რეჟიმმა ვერაფერი ვერ შეკერა. ლაშა ცანავა, მისი უახლოესი მეგობარი დაიჭირეს და დღეს ლევან ხაბეიშვილიც გამოკეტეს უკანონოდ. ლევან ხაბეიშვილს ვერ გააჩერებენ, ის ამბობს, რომ სადაც იქნება იქ იბრძოლებს და ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რომ აიღოს საქართველოს დროშა და იბრძოლოს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სისტემა აღარ არსებობს, რეჟიმი ჩამოშლილია და ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეა”, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის