ირაკლი კობახიძე ჯუანშერ ბურჭულაძეზე - ყოფილი მინისტრის დაკავება თავისთავად ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ

ყოფილი მინისტრის დაკავება თავისთავად ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია, საქართველომ ევროპის სამეულში დაიკავოს ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.

“კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი გუნდისთვის. თვითონ ეს ფაქტი, ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაც არაერთხელ გავახმოვანე, მათ შორის, როდესაც პარლამენტში ვაბარებდი ანგარიშს საზოგადოებას და პარლამენტის წევრებს - ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით”,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, წარსულში ჩადენილი დანაშულების გამოვლენაც მნიშვნელოვანია, რათა ამას პრევენციული ეფექტი ჰქონდეს.

“რაც წარსულში მოხდა, დანაშაულები, ამის გამოვლენაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა იქონიოს პრევენციული ეფექტი. როდესაც დაუსჯელობის სინდრომი ჩნდება, ბუნებრივია, ცდუნება იზრდება კორუფციასთან მიმართებით. ზოგადად, ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით ასეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი ზომების მიღება, რათა პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა