მარკო რუბიო ჟაირ ბოლსონარუს მიმართ გამოტანილ განაჩენზე - აშშ შესაბამისად უპასუხებს ამ „კუდიანებზე ნადირობას“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეერთებული შტატები შესაბამის პასუხს გასცემს.

„სანქცირებული ადამიანის, უფლებათა დამრღვევის, ალექსანდრ დე მორაესის მხრიდან პოლიტიკური დევნა გრძელდება - მან და ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ უსამართლოდ მიიღეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს დაპატიმრების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები შესაბამისად უპასუხებს ამ “კუდიანებზე ნადირობას”“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნეს და თავისუფლების 27 წლითა და სამი თვით აღკვეთა მიუსაჯეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს