რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის 13 ოლქში 221 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ 221 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 85, 42 და 28 - დრონი ბრიანსკის, სმოლენსკისა და ლენინგრადის ოლქებში ჩამოაგდეს.

ამასთან, დრონები ჩამოაგდეს კალუგას, ნოვგოროდის, ორიოლის, მოსკოვის, ბელგოროდის, როსტოვის, ტვერის, ფსკოვის, ტულას და კურსკის ოლქების თავზე.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ პრიმორსკის პორტში ერთ-ერთ გემზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. იქვე ცეცხლი სატუმბო სადგურსაც გაუჩნდა, თუმცა ხანძარიც სწრაფად ჩააქრეს. არცერთ შემთხვევაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დრონებით თავდასხმის გამო, პულკოვოს აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა და ფრენების განრიგი შეიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს