აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩარლი კირკის მკვლელობაზე - უცხოელები, რომლებიც ძალადობას ადიდებენ და მომხდარს ამსუბუქებენ, ჩვენთვის სასურველი სტუმრები არ არიან - საკონსულოებს მათ მიმართ ზომების მიღებისთვის მივმართე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, ზომები მიიღოს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „აქებენ, რაციონალიზაციას ახდენენ, ან ამსუბუქებენ“ კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას და რომ საკონსულოს წარმომადგენლებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ დაავალა.

„წამყვანი პოლიტიკური ფიგურის საშინელი მკვლელობის გათვალისწინებით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უცხოელები, რომლებიც ძალადობასა და სიძულვილს ადიდებენ, ჩვენს ქვეყანაში მისასალმებელი სტუმრები არ არიან. აღშფოთებული ვარ, როდესაც სოციალურ მედიაში ვხედავ, როგორ აქებენ, რაციონალიზაციას უკეთებენ ან ამსუბუქებენ ამ მოვლენას და ჩვენს საკონსულო თანამშრომლებს შესაბამისი ზომების მიღებისთვის მივმართე“, - აღნიშნა ლანდაუმ სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამასთან, მან არ დააკონკრეტა, თუ რა ზომებს გულისხმობდა.

ლანდაუს პოსტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა:

„ადმინისტრაცია არ თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა ვიზები უნდა მისცეს იმ პირებს, რომელთა ჩვენს ქვეყანაში ყოფნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს არ შეესაბამება“.

შეგახსენებთ, ჩარლი კირკი ოთხშაბათს, იუტას შტატის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ერთი გასროლით მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ჯერჯერობით, დაკავებული არ არის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს