არსებული ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი - მას, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, კლინიკაშივე წაუყენებენ

არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მან დაკავებისას სამართალდამცავებს განუცხადა, რომ კვადროციკლიდან გადმოვარდნის გამო, მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო და წოლითი რეჟიმი ჰქონდა, რის გამოც, ბურჭულაძემ კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

თავის მხრივ, კლინიკაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

დიდი ალბათობით, ბურჭულაძეს ბრალდებას ოფიციალურად დღეს, კლინიკაშივე წაუყენებენ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება