ადვოკატი - ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება კავშირში არ არის კორუფციასთან, ის უდანაშაულოა - თავდაცვის მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ბრძოლას აპირებს

თავდაცვის მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ბრძოლას აპირებს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დაკავებულ ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბურჭულაძის დაკავებას კორუფციასთან კავშირი არ აქვს და ის მისი სიმართლის დასადასტურებლად ბრძოლას აპირებს.

ადვოკატი თავდაცვის ყოფილ მინისტრს კლინიკა "ჰელსიკორში" დღეს მოინახულებს. დიდი ალბათობით, დღესვე მოხდება ბრალდების წარდგენაც.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მას წოლითი რეჟიმი ჰქონდა, შესაბამისად, აგრძელებს ამ რეჟიმში ყოფნას.

რაც შეეხება დაკავებას, ეს ყველაფერი არასწორია, არასამართლიანია, მართლმსაჯულების მიზნებს არ ემსახურება. არაფერ კავშირში არ არის კორუფციასთან მისი დაკავება. როცა ვამბობ, რომ ეს არასწორია, არ შეესაბამება კანონს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა. შესაბამისად, "ბრალდება", რომელიც ჯერ არ წარუდგენიათ, არასწორია.

თავდაცვის მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ბრძოლას აპირებს",- განაცხადა ხაჩიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო