პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ სურს ყველაფერი გააკეთოს, რათა დახმარება გაუწიოს ქვეყანას ომში დაჭრილი ათასობით სამხედრო მოსამსახურის გამოჯანმრთელებაში.

The Guardian-ი წერს, რომ უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის დროს, ის და მისი Invictus Games Foundation-ის გუნდი დაჭრილების რეაბილიტაციის მხარდასაჭერად ახალ ინიციატივებს განიხილავენ.

„ჩვენ არ შეგვიძლია ომის შეჩერება, მაგრამ ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ აღდგენის პროცესის დასახმარებლად. შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ ომში ჩართული ადამიანების და იმის ჰუმანიზაცია, რასაც ისინი განიცდიან. იმედი მაქვს, რომ ეს მოგზაურობა ხელს შეუწყობს ამ ყველაფრის გაცნობიერებას“,- განაცხადა სასექსის ჰერცოგმა The Guardian-თან ინტერვიუში.

მოგზაურობის დროს პრინცი უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს ეწვევა. მუზეუმში ასევე მიწვეულია ომის 200 ვეტერანი. ვიზიტის ფარგლებში, პრინცი ჰარი ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრს, იულია სვირიდენკოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება