შსს-ს ინფორმაციით, 8, 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან ორი პირი გათავისუფლდა, საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ მეგი დიასამიძესთან დაკავშირებით კი პროკურატურამ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8, 9 სექტემბერს დაკავებული სამი პირიდან ორი გათავისუფლდა, ერთი დაკავებულის, მეგი დიასამიძის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ მიმართა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, 8, 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირის შესახებ. სამწუხაროდ, დაზარალებულ აქტივისტებმა, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან. რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან“, - განაცხადა დარახველიძემ.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათგან ორი აქციის მონაწილეთა მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, ხოლო მეგი (ირმა) დიასამიძე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დააზიანების.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი