ადვოკატი - რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე და ჯღაბნონ, ბრალი არ არსებობს, ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს, დანაშაული არ მომხდარა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე შევიდა.

როგორც ის განმარტავს, ხაბეიშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, 16:00 საათზე წარუდგენენ.

"ლევან ხაბეიშვილი უნდა მოვინახულო, რომ სხვადასხვა დეტალი გავიარო. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ის შეიძლება, 16:00-17:00 საათისთვის იყოს. რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე, რაც არ უნდა ჯღაბნონ, ეს ბრალი არ არსებობს, ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს, რადგან დანაშაული არ მომხდარა", - განაცხადა ტყეშელაძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ის ბრალის დამძიმებას, ან კვალიფიკაციის შეცვლას, ადვოკატი ვერ გამორიცხავს.

"რა უნდა დააკვალიფიცირონ, ამაზე საუბარი ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ სუს-ის შეთითხნილ საქმეებს რას გაუგებ. სუს-მა რა განცხადებაც დადო, სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს. როდესაც ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ მოუწოდებდა თანამშრომლებს, ის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ უკანონო დავალება არ შეესრულებინათ, ანუ ხალხი არ ეცემათ. რომელი პოლიციელიც უკანონო დავალებას არ შეასრულებდა, ბიუჯეტიდან, ოფიციალურად ჯილდოს მიიღებდნენ.

ე.ი. პოლიციის თანამშრომლებს ეუბნებოდა, როცა ხალხს არ სცემთ, ფიზიკურად არ გაუსწორდებით, როცა თავისუფალი ხალხი გაიმარჯვებს და ბიუჯეტი დამტკიცდება, თქვენ ბიუჯეტიდან პრემიის სახით მიიღებთო",- განაცხადა ტყეშელაძემ.

რაც შეეხება "საიდუმლო მასალების გადაცემის მოწოდებას", ადვოკატი პასუხობს, რომ მსგავს ადგილი არ ჰქონია.

"რა საიდუმლო მასალებზეა საუბარი, ჩემთვის უცნობია, ვინ, რა თქვა, არ ვიცი. მე ადვოკატი ვარ და მტკიცებულებებზე ვსაუბრობ. სუს-მა რა განცხადებაც გააკეთა, "საიდუმლო მასალებზე" საუბარი არ ყოფილა. აღნიშნულ საქმეში, რასაც სუს-ის თანამშრომლები ამბობენ, დანაშაული არ არის. ადამიანები თუ ამას სხვადასხვანაირად შეფუთავენ და სისხლის სამართლის დანაშაულად შეფუთავენ, არ ვიცი",- განაცხადა ტყეშელაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის