დავით რაზმაძე საკრებულოს ოპოზიციას - არ ვთვლი თავს დამნაშავედ, ქართულ ჯარს ვეთაყვანები, როცა ვახსენე „მიშას ხულიგნები“, ვგულისხმობდი მიშას ხულიგნებს და არა ჯარს - თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტები

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს განხილავენ, ხმაურია.

საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლების მხრიდან ხმამაღალი განცხადებები დავით რაზმაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, სადაც რაზმაძემ აღნიშნა, რომ ,,ჟურნალისტმა მისი ინტერვიუს არასწორი პერიფრაზირება მოახდინა".

,,აბსოლუტურად არ ვთვლი თავს დამნაშავედ, ქართულ ჯარს მაშინაც ვეთაყვანებოდი და დღესაც ვეთაყვანები, ბუნებრივია, როცა ვახსენე ,,მიშას ხულიგნები", ამაში ვგულისხმობდი სწორედ მიშას ხულიგნებს და არა ჯარს. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტები, ადრეც გაფინანსებდნენ და ახლაც გაფინანსებენ. ვინც აქ ხართ, რომელი იმყოფებოდით იმ დროს [2008 წლის ომის დღეები] ქალაქში?!", - განაცხადა დავით რაზმაძემ სიტყვით გამოსვლისას, როდესაც ოპოზიციას მიმართა.

რაზმაძეს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს, თუმცა სხდომის სპიკერმა განაცხადა, რომ რეგლამენტით, მოხსენება არ ითვალისწინებს დებატებს.

ინფორმაციისთვის, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიციატივა ოპოზიციური პარტიების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია საქართველოსთვის“ 12 დეპუტატს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი ინტერვიუ „New York Times“-ში გამოქვეყნდა.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრითაა დაკომპლექტებული, თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის 19 წევრის ხმაა საჭირო.

იმპიჩმენტის საკითხზე ფარული კენჭისყრა გაიმართება. სხდომას თავმჯდომარის მოადგილე უძღვება.

მას შემდეგ, რაც ყველა მხარე ისარგებლებს განცხადების გაკეთების უფლებით, იმპიჩმენტის საკითხზე ფარული კენჭისყრა შედგება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო