კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ვაკის რაიონის მოსახლეობას, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ვახტანგ სურგულაძე და ზაზა თავაძე წარუდგინეს

კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ვაკის რაიონის მოსახლეობას, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ვახტანგ სურგულაძე და ზაზა თავაძე წარუდგინეს.

თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას არჩევნების გზით ბრძოლის მნიშვნელობაზე და ამომრჩევლების მოლოდინებზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ძლიერი საქართველო - ლელო” და „გახარია საქართველოსთვის” არის ის პარტიები, რომელიც გააჟღერებს მოსახლეობის რეალურ პრობლემებს.

„მე მინდა მოგიყვეთ იმ პროცესზე, რაც ახლა მიმდინარეობს ჩვენს გარშემო - ყოველდღე დავდივართ თბილისის სხვადასხვა უბანში, ეს არის, თბილისის ერთი წერტილიდან, ყველაზე შორეული წერტილიდან, მეორე წერტილამდე. ისეთი უბნები და ქუჩები, სადაც პოლიტიკოსები, მგონი, არასდროს, 30 წლის განმავლობაში არ ყოფილან, მათ შორის, ცენტრალური უბნები, ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა და ვერა... ყოველდღე გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან პოლიტიკოსებს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას მათ ყოველდღიურ პრობლემებზე, მათ ძირითად პრობლემებზე, მათ ჯანდაცვაზე, მათი შვილების განათლებაზე, მათი შვილების უსაფრთხოებაზე, ყველაფერზე, რაც მათ აწუხებთ. ასეთ პოლიტიკოსებს ელოდებიან და მათი დანახვა უხარიათ. გვიცნობენ, არგვიცნობენ, მოვწონვართ, არ მოვწონვართ, მაინც უხარიათ ჩვენი დანახვა. გვესაუბრებიან და გვთხოვენ ერთადერთ რამეს, იბრძოლეთ ბოლომდე! იბრძოლეთ ჩვენთვის! იბრძოლეთ მოქალაქეებისთვის! იბრძოლეთ დედაქალაქისთვის, იმ ქალაქისთვის, რომელმაც მოიტანა ამ ქვეყანაში ცვლილებები, ყოველთვის ცვლილება იწყებოდა დედაქალაქიდან, თბილისიდან!

დღეს ჩვენ ვართ ამ დიდი გამოწვევის წინაშე, მაშინ, როცა ვებრძვით ქუჩაში ძალადობას, ვებრძვით ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების თავისუფლებას. ამ დროს ხელისუფლება აღარიბებს საკუთარ მოსახლეობას მიზანმიმართულად. მას სჭირდება მოქალაქეების სიღარიბე. მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეების სიღარიბე იმისთვის, რომ შემდეგ ეს ბერკეტი გამოიყენოს ისევ ჩვენს წინააღმდეგ. დღეს ჩვენ ვიდექით და ვართ ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე - მაშინ, როცა გადაწყვეტილებას ვიღებდით და საზოგადოების აზრი ორად იყო თითქოს გაყოფილი, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა თუ არ მივიღოთ. გადაწყვეტილება იყო მარტივი, როცა დასვამდი შეკითხვას და იტყოდი - რა შედეგი მოყვება ამ ორ გზას?! ბოიკოტის პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ 100%-ით ძალაუფლებას ხელში იღებს „ანტიქართული ოცნება“, ასივე პროცენტს, 64-ვე მუნიციპალიტეტში, ყველა მერი, ყველა საკრებულოს წევრი, ყველა საკრებულოს თავმჯდომარე, მთელი საქართველოს მუნიციპალური ბიუჯეტები იქნებოდა ივანიშვილის ხელში, რომელსაც გამოიყენებდა ისევ თქვენს, თბილისელების და ჩვენს წინააღმდეგ… და მეორე გზა იყო ის, რომ შევსულიყავით უკომპრომისო ბრძოლაში, სადაც არ დავთმობთ არცერთ მისხალ თავისუფლებას. შევსულიყავით ისეთ ბრძოლაში, სადაც ჩვენ ვიქნებით სწორედ ის პოლიტიკური გუნდები - „ძლიერი საქართველო - ლელო” და „გახარია საქართველოსთვის”, რომელიც გააჟღერებს თქვენს რეალურ პრობლემებს. ჩვენ გვაქვს ამაზე პრეტენზია, რომ ეს იქნება გუნდი, რომელიც გადაჭრის, გააჟღერებს და იბრძოლებს თქვენი კეთილდღეობისთვის.

მე მინდა გითხრათ მადლობა ამ გამბედაობისთვის. მინდა, ვუთხრა მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც არამხოლოდ თავად მივა არჩევნებზე და ბრძოლის ამ გზასაც გამოიყენებს, ქუჩის პროტესტთან ერთად, არამედ მადლობა მინდა ვუთხრა განსაკუთრებულად იმ მოქალაქეებს, რომლებიც მის გვერდით არსებულ რამდენიმე მეგობარს, ნათესავს, მეზობელს, დაუბრუნებს იმედს - რწმენას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო