კახა კალაძე - რა განცხადებას ელით გერმანიის ელჩისგან? - ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე - არის წამხალისებელი იმ ბოროტების, სიძულვილის, რომელსაც გარე ძალები აღვივებენ

ჩვენ არ ვიცით, თორემ ფიშერიც შიმშილობდა ჩუმად სახლში, - ამ რეპლიკით უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას იმასთან დაკავშირებით, „თუ როგორ აფასებს გერმანიის ელჩის დუმილს ახლა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გედევან ფოფხაძის განცხადებაზე, მაშინ, როდესაც დიპლომატმა ფოფხაძე შიმშილობისას მოინახულა“.

კახა კალაძემ გერმანიის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქე რადიკალი და სიძულვილის წამხალისებელი უწოდა.

„რა განცხადებას ელით გერმანიის ელჩისგან? - ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე. არის წამხალისებელი იმ ბოროტების, სიძულვილის, რომელსაც გარე ძალები აღვივებენ ქვეყანაში და არის ამ დაჯგუფების, ამ ექსტრემიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ეს ადამიანი ყველა წითელ ხაზს, ყველა დიპლომატიურ ჩარჩოს გასცდა მისი ქმედებებით, მისი განცხადებებით. რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, პირველ რიგში, მისთვის, ამ ტიპის ქმედებები, ამ ტიპის განცხადებები. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი!

ის პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ჭეშმარიტება, არანაირი სიმართლე არ არსებობს მის განცხადებებსა და ქმედებებში. გაწერილია კანონით თუ როგორ უნდა მოქმედებდეს დიპლომატი, საერთოდ ყველანაირი კანონებიდან ამოვარდნილია, ყველანაირ ჩარჩოებს მიღმა არის. გავიხსენოთ, თუნდაც საარჩევნო პერიოდი, არჩევნების დროს, როდესაც საპარლამენტო არჩევნების კამპანია მიმდინარეობდა. ეს ადამიანი თავისი განცხადებებით, თავისი ქმედებებით როგორ იქცეოდა. ეს წარმოუდგენელია - არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში, მსგავს ქმედებას სხვა ქვეყნის ელჩებს არ აპატიებენ და წარმოუდგენელია ასეთი ქმედებები, რასაც ეს ადამიანი აკეთებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს