პეტრე ცისკარიშვილი - კობახიძის „კლანმა“ დაჩაგრა, აჯობა ღარიბაშვილის „კლანს“ და არა მხოლოდ აჯობა, ცდილობს, სამართლებრივად და პოლიტიკურად დიდი ზიანი მიაყენოს

კობახიძის „კლანმა“ დაჩაგრა, აჯობა ღარიბაშვილის „კლანს“ და არა მხოლოდ აჯობა და ხელისუფლებაში ჩაენაცვლა, არამედ ცდილობს, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენოს მას სამართლებრივად და პოლიტიკურად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა რაც ხდება, წმინდა რუსული ტიპის მიდგომაა.

„ჩვენ ვამბობდით ამ ადამიანზე, ისევე, როგორც „კლანის“ სხვა წარმომადგენლებზე, მხედველობაში მაქვს ღარიბაშვილის „კლანი“, რომ არიან კორუმპირებულები, აკეთებენ მილიონებს, მაგრამ რეჟიმი ყოველთვის ცდილობდა, რომ აბუჩად აეგდო და დაეცინა ამგვარი განცხადებებისთვის. სინამდვილეში, ეს ადამიანები ჭამდნენ ხალხის ფულს, ხრავდნენ ბიუჯეტს, მდიდრდებოდნენ, ქონებას ყიდულობდნენ და ამაზე ყველას თვალი ჰქონდა დახუჭული. ახლა ეს რეჟიმი, რასაც აკეთებს, ეს არის კლასიკური წმენდა, რუსული ტიპის მმართველობა, როდესაც ახალმოსული „კლანი“ წინას ასამართლებს, ციხეებში სვამს იმისთვის, რომ თავისი ამომრჩევლის სეგმენტში თვითონ გაიმყაროს სამართლიანობის და კეთილშობილების იმიჯი. ეს არის წმინდა რუსული ტიპის მიდგომა. ერთი მმართველის ქვეშ სხვადასხვა „კლანები“ ერთმანეთს ებრძვიან, ამ შემთხვევაში, კობახიძის „კლანმა“ დაჩაგრა, აჯობა ღარიბაშვილის „კლანს“ და არა მხოლოდ აჯობა და ხელისუფლებაში ჩაენაცვლა, არამედ ცდილობს, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენოს მას სამართლებრივად და პოლიტიკურად, ამით გაიმყაროს საკუთარი ლეგიტიმურობა მხოლოდ იმ ვიწრო სეგმენტის თვალში, რომელიც მთელი ამ „ქოცური“ სიყალბით დღემდე, სამწუხაროდ ტყუვდება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო