ვიქტორ ორბანი პოლონეთში დრონების შეჭრაზე - პოლონელები ომში ყურებამდე ჩაფლულები არიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, პოლონეთის თავზე რუსული დრონების ფრენა მიუღებელია, თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო.

“ნუ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ ეს პოლონეთში მოხდა, პოლონელები ჩვენი მეგობრები არიან, მიუხედავად ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარებისა, ისინი ჩვენი ისტორიული მოკავშირეები არიან, ისინი სულით ახლოს არიან ჩვენთან, ამიტომ ნამდვილად ჩვენი მეგობრები არიან”, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მისი თქმით, უნგრეთი ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს, ვინც მკაფიოდ უპასუხებს ყველაფერს, რაც პოლონეთის სუვერენიტეტს არღვევს.

„პირველივე წუთიდან ჩვენ რუსული დრონების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრა მიუღებლად მივიჩნიეთ და ჩვენ პოლონელების გვერდით ვდგავართ, ჩვენ 100 პროცენტით სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. აღნიშნული ინციდენტი იმ სახიფათო გარემოებების განსახიერებაა, რომელშიც ყოველდღიურად ვცხოვრობთ“, - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო „დღეს ან გუშინ, პოლონეთში ან უნგრეთში, ამიტომ ომის საფრთხე გარდაუვალია“.

ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ უნგრელები ომში არ არიან ჩართულები და დისტანციას ინარჩუნებენ, „პოლონელები კი ყურებამდე არიან ჩაფლულები“.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა