მობილბანკში იგებ - „საქართველოს ბანკის“ გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი

„საქართველოს ბანკი“ სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში ახალი შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს.

ამ მიზნით, მობილბანკში გათამაშება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობილბანკში შესვლით, ავტომატურად ჩაერთონ გათამაშებაში, დააგროვონ ბილეთები და მოიგონ თანხა 650 000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდიდან.

როგორ გროვდება ბილეთები?

  • მობილბანკში შესვლისთანავე ერჯერადად 5 ბილეთს მიიღებ;
  • თითო გადარიცხვაზე, გადახდაზე ან ნებისმიერ სხვა ტრანზაქციაზე - ერთ ბილეთს მიიღებ;
  • თითო პროდუქტის გააქტიურებისას, მაგალითად ბარათის შეკვეთისას, საინვესტიციო ანგარიშის გახსნისას, ნებისმიერი დაზღვევის ან სხვა პროდუქტით სარგებლობისას, 5 ბილეთს მიიღებ;
  • პოს ტერმინალის გამოყენებისას ან ონლაინ შოპინგისას ყოველ ათ ლარზე ერთი ბილეთი გროვდება;

გათამაშება 4 თვის განმავლობაში გრძელდება. ყოველი თვის ბოლოს სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდება, საპრიზო ფონდი თითოეულ თვეზე 50 000 ლარია, რის შემდეგაც ფინალი გაიმართება, სადაც ნახევარი მილიონი გათამაშდება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეგროვება ყოველთვე ახლიდანაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მოგების შანსი ყოველთვე ექნებათ. ფინალში მონაწილეობას წინა თვეებში დაგროვებული ყველა ბილეთით შეძლებენ, მონაწილეობისთვის კი მობილბანკში დეკემბერში შესვლაც საჭიროა.

გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს. განაახლე მობილბანკი, ან თუ ჯერ არ სარგებლობ აპლიკაციით, გადმოწერე მარტივად და ჩაერთე გათამაშებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია მსოფლიოში. ბანკის მობილბანკს ყოველთვიურად 1 700 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. აპლიკაცია სრულად მომხმარებლის საჭიროებებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზეა მორგებული და ყოველდღიურობის გასამარტივებლად უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის.

მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს