„პორშემ“ მიუნხენში, IAA Mobility გამოფენაზე, საკულტო მოდელის, 911-ის, ახალი ტოპ-ვერსია წარადგინა. ახალი 911 Turbo S ინოვაციური Bi-Turbo და T-Hybrid ტექნოლოგიით ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული 911-ია.
ახალი Porsche 911 Turbo S დიდ სცენაზე უდიდესი პასუხისმგებლობით გამოვიდა. სპორტული ავტომობილების სამყაროში სიმძლავრის, კომფორტისა და ექსკლუზიურობის კომბინაციის თვალსაზრისით მისმა წინამორბედმაც ახალი მასშტაბები დაამკვიდრა, ახლა კი განახლებული მოდელი ყველა დისციპლინაში კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ახალი 911 Turbo S, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც კუპეს, ისე კაბრიოლეტის სახით, გაცილებით უკეთესი პერფორმანსით, უფრო ეფექტური დიზაინით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული აეროდინამიკით, ოპტიმიზებული სავალი ნაწილითა და მეტი ექსკლუზიურობით გამოირჩევა.

ფრანკ მოზერი, 911-ისა და 718 მოდელების ხაზის ვიცე-პრეზიდენტი: „911 Turbo S-ს ფენომენი იმაში მდგომარეობს, რომ ის Porsche 911-ის აბსოლუტურად სრულყოფილი ვერსიაა. მნიშვნელობა არ აქვს, ყოველდღიურობაში გამოიყენებ, შორ გზაზე ავტობანებით ივლი თუ სარბოლო ტრეკზე წახვალ - ახალი 911 Turbo S, წინარმობედთან შედარებით, კიდევ უფრო კომფორტულ, ინდივიდუალურ და ამავდროულად საგრძნობლად სწრაფ სპორტულ ავტომობილად ვაქციეთ“.
ინოვაციური Bi-Turbo T-Hybrid ტექნოლოგია
განახლებული, მაღალტექნოლოგიური აგრეგატის სისტემური სიმძლავრე 711 ცხენის ძალაა (523 კვ), რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი 911 Turbo S ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული 911-ია. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 800 ნიუტონმეტრს შეადგენს და ეს საოცარი შედეგი ბრუნების ძალიან ფართო დიაპაზონში წუთში 2 300-დან 6 000 ბრუნამდე მიიღწევა. ავტომობილის „გული“ ახლებურად შემუშავებული 3,6-ლიტრიანი Boxer-ძრავაა. სისტემა აღჭურვილია ინოვაციური და განსაკუთრებით მსუბუქი T-Hybrid-ტექნიკით, რომელსაც 400-ვოლტიანი მხარდაჭერა აქვს და წინამორბედთან შედარებით, 61 ცხენის ძალით მეტს გამოიმუშავებს.

ამ პრინციპით შექმნილი ტექნიკის დებიუტი პირველად 2024 წელს 911 Carrera GTS-ში შედგა. ახალ 911 Turbo S-ში გამოყენებისთვის კი ის შესაბამისად მოდიფიცირდა და განვითარდა. თუკი GTS-ის T-Hybrid-სისტემაში ცალკეული ელექტრონული ტურბოდამბერია (eTurbo) ინტეგრირებული, ახალ 911 Turbo S-ში ორი eTurbo მუშაობს.
გარდა ამისა, 8-საფეხურიანი PDK ინტეგრირებული ელექტრომოტორით სრული ამძრავი Porsche Traction Management (PTM) და Turbo S Coupe ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ახლა 2,5 წამში ჩქარდება და ამრიგად, 0,2 წამით უფრო სწრაფია, ვიდრე წინამორბედი. ავტომობილი 200 კმ/სთ-ს 8,4 წამში ავითარებს, რაც 0,5 წამით უკეთეს დროს ნიშნავს. ახალი 911 Turbo S-ის მაქსიმალური სისწრაფე 322 კმ/სთ-ია.

14 წამით სწრაფი ნიურბურგრინგის „ნორდშლაიფეზე“
მიუხედავად მძლავრი ჰიბრიდული სისტემის დამატებითი კომპონენტებისა, ახალი 911 Turbo S-ის წონამ მხოლოდ 85 კილოგრამით მოიმატა. წონის მატება სვლის დინამიკის ყველა არეში გაწეული სპეციალური სამუშაოებით დაკომპენსირდა. ამის საუკეთესო მტკიცებულება არის დრო, რომელიც ავტომობილმა ნიურბურგრინგის „ნორდშლაიფეზე“ დააფიქსირა: მსუბუქად შენიღბულმა სერიული წარმოების მდგომარეობაში 911 Turbo S-მა ლეგენდარულ ტრეკზე 7:03,92 წუთი აჩვენა და წინამორბედ მოდელს დაახლოებით 14 წამით აჯობა.

„წონის მატებას ვერავინ იგრძნობს. პირიქით, ავტომობილი საგრძნობლად მოქნილი გახდა, აქვს მეტი მოჭიდება და ტრეკის ყველა მონაკვეთზე უფრო სწრაფია, ვიდრე წინა 911 Turbo S“, - აცხადებს „პორშეს“ ბრენდამბასადორი იორგ ბერგმაისტერი, რომელიც ტესტ-დრაივებში უშუალოდ მონაწილეობდა. ოფიციალური დროც სწორედ მან დააფიქსირა.
ახალი 911 Turbo S-ის კუპე სერიულად 2-ადგილიანი ვერსიის სახით იწარმოება. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია უკანა სავარძლის განყოფილების ფასნამატის გარეშე დამატება. კაბრიოლეტი ჩვეულებრივ უკანა სავარძლით იწარმოება. პორშემ ახალი 911 Turbo S სერიულად აღჭურვა HD-Matrix LED-მაშუქებით - განათების ინოვაციური ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უსაფრთხოებას.

გარდა ამისა, სერიულ კომპლექტაციაში შედის Sport-Chrono-პაკეტი, საბურავების ტემპერატურის მაჩვენებელთან ერთად, სპეციალურად ამ მოდელისთვის შემუშავებული სავალი ნაწილი PASM, სტაბილურობის ელექტროჰიდრავლიკური სისტემა PDCC და Titan-ის სპორტული გამოსაბოლქვი სისტემა. ინტერიერში შეგხვდებათ 18 მიმართულებით ადაპტირებადი სპორტული სავარძლები პოზიციის დამახსოვრების ფუნქციით და წარწერა Turbo S თავის მისაყრდნობებზე.
„პორშე ცენტრი თბილისში“ ახალი Porsche 911 Turbo S-ის შეკვეთა უკვე შესაძლებელია.
(R)