ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმრის, ანასტასია ზინოვკინისა და არტემ გრიბულის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმრის, ანასტასია ზინოვკინისა და არტემ გრიბულის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს 16,3292 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP), რასაც უკანონოდ ინახავდნენ როგორც პირადად, ასევე, მათ დროებით საცხოვრებელ სახლში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვისათვის წარედგინათ, რაც სასჯელის ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება