ირაკლი კობახიძე - თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას რეაგირება სჭირდება, რათა პრევენციის ეფექტი მივიღოთ - შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები

თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას რეაგირება სჭირდება, რათა პრევენციის ეფექტი მივიღოთ - შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები! - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, „თუ არ იქნება მაგალითები, რჩება ცდუნება, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს“.

„ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენთვის მთავარია მიმდინარე პროექტების ხარჯთეფექტიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესება, მართვის სისტემის ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, ჩვენ ვინტერესდებით თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას სჭირდება რეაგირება პირველ რიგში იმისთვის, რომ პრევენციის ეფექტი მივიღოთ. თუ არ არის ამის მაგალითები, ბუნებრივია, რჩება ცდუნება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. რა თქმა უნდა, კორუფცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. დამაზიანებელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კორუფციის აღმოფხვრაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ.

ყველა მიმართულებით ვიქნებით ეფექტიანებიც და მკაცრებიც. ეს არის ერთადერთი და უპირობო გზა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი