ირაკლი კობახიძე - სასოწარკვეთილია ოპოზიცია და შეიძლება ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე დაიწყონ ფიქრი, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას - ე.წ. დაანონსებული დამხობა ის საკითხია, რითაც სუს-ი უნდა დაინტერესდეს

ძალიან მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ამ საქმის ფიგურანტი, საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სუს-ში გამართულ ბრიფინგს, სადაც უწყებამ საქართველოში უკრაინიდან შემოსულ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ახალი დეტალებზე ისაუბრა.

კერძოდ: „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ეს ბე უს“ თანამშრომლებმა და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა“.

პრემიერის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს აღნიშნული საქმის შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან შესაძლო კავშირის დადგენაზე.

„თავისთავად ეს უკვე ძალიან მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ამ საქმის ფიგურანტი, საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე, რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია დაინტერესდება კიდეც.

რაც შეეხება შესაძლო კავშირს შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ე.წ. დაანონსებული დამხობა, რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, დასუსტებულია და ეს არის მთავარი მიზეზი, ასეთ დროს ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია შეიძლება დაიწყონ ფიქრი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას, განსაკუთრებით სუს-ს და დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოების სამსახური ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს. ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული. უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ რამეს. შესაბამისად, ჩვენი რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი