ადვოკატის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ბრალის წარდგენა გადაიდო, თუმცა უცნობია,ზუსტად როდის მოხდება ეს

ადვოკატის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და ის სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ უფლებადამცველმა, დიმიტრი ხაჩიძემ კლინიკა "ჰელსიკორში" შესვლამდე მედიასთან განაცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ უცნობია, როდის წარუდგენენ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალს.

ამასთან, ხაჩიძე განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, რატომ გადაიდო ბრალის წარდგენა.

"[ბრალის წარდგენა] გადაიდო. ზუსტი საათი არ ვიცით. ამისთვის ვადა არის 48 საათი. დრო იწურება ხვალ სადღაც შუადღისას. ბრალდების მხარის გადასაწყვეტია, როდის წარუდგენენ, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ველოდებით მათ”, - განაცხადა ხაჩიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, ადვოკატები აცხადებენ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ტვინის შერყევა აქვს. ის კლინიკა „ჰელსიკორშია“ მოთავსებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება