ირაკლი კობახიძე - ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით.

„ვნახე ამერიკული ვიდეოები, სადაც ამერიკელი ლიბერალები იცინოდნენ კირკის მკვლელობაზე. ვიზუალურადაც კი ჰგვანან ეს ადამიანები ქართველ ლიბერალ-ფაშისტებს. რომ აიღოთ ფარჯიანი და ბრაჭველი, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, არც კაცებს ჰგვანან და არც ქართველებს, არაფერს არ ჰგვანან, ზუსტად ასეთივე ამერიკელები საუბრობდნენ იგივე ტექსტებით ამ შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით. ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით. ერთნაირია ქართველი ლიბერალ-ფაშისტი და ამერიკელი ლიბერალ-ფაშისტი, გარეგნობითაც კი ჰგვანან ერთმანეთს, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, ამ იდეოლოგიის გავრცელება. ამას ემსახურებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ამას ემსახურებოდა ბევრი სხვა ნაბიჯი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში. 100 წლის წინ ასეთი ყურადღებით რომ ემოქმედათ ქართველებს, როდესაც საქართველოში გარედან თავს გვახვევდნენ ბოლშევიზმს, ბოლშევიზმიც ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება, ჩვენ დავიცავთ ბოლომდე გამჭვირვალობის კანონს, რადგან ეს კანონი არის, პირველ რიგში, კანონი ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ და ჩვენ გავუფრთხილდებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აქამდე გადაგვიდგამს ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ. ამ სახედაკარგულ ადამიანებს სხვები არ უნდა დაემსგავსონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ტენდენციები. თქვენ ნახეთ, რა სახეებით იდგნენ ადამიანები საარჩევნო შტაბის წინ. ლიბერალ-ფაშისტები, სახედაკარგული ადამიანები, ისინიც არიან ჩვენი მოქალაქეები და ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ როდესაც ისინი ფაშისტური სულისკვეთებით მოქმედებენ, ბუნებრივია, რეაგირებაც უნდა გვქონდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში