ირაკლი კობახიძე -  ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან" დაწყებული „ნაცმოძრაობით" დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის პარტიული მხარდამჭერია - ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს

ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან" დაწყებული „ნაცმოძრაობით" დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია, პარტიულად უჭერს მხარს ამ სუბიექტებს. ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს კონკრეტული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება, რომლის წევრებსაც ფიშერი ხვდება და ახალისებს.

„რაც შეეხება ფიშერს, ის ჯერ მარტო არის მდგმურად ხაზარაძის სახლში. თავისთავად ესეც საჭიროებს რეაგირებას, თუმცა ყველანაირი სტანდარტი არის წაშლილი დღეს ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, ხედავთ, რომ არის კონკრეტული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება, რომლის წევრებსაც ხვდება და ახალისებს. აქედან ორ დღეში ამ რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები პირდაპირ აწყობენ რადიკალურ აქციებს, გამოირჩევიან რადიკალიზმით, აგრესიით, სიძულვილით, თან არიან გარკვეული პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფებები, ამაზე მეტი დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე ვერ წარმომიდგენია. ის პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ნებისმიერ ადამიანს ჰკითხეთ, პოლიტიკურად ვისი მხარდამჭერია ფიშერი. გეტყვიან, რომ „ლელოდან" დაწყებული „ნაცმოძრაობით" დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია. პარტიულად უჭერს მხარს ამ სუბიექტებს. ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი