ირაკლი ლექვინაძე - საქართველოში, სადაც სახელმწიფო ენა არის ქართული, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს მომსახურება ქართულ ენაზე და მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს კომუნიკაციის აღნიშნული ფორმა, ეს ეხება კურიერებსაც

ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური იყო მიწოდების სერვისებთან დაკავშირებული "ქეისები", კერძოდ, როდესაც ნივთის მომწოდებელთან იქმნებოდა კომუნიკაციის პრობლემები, ანუ, კურიერმა არ იცოდა ქართული, ასევე უჭირდა კომუნიკაცია ინგლისურ ენაზეც კი, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს მომსახურება ქართულ ენაზე - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულ კომპანიებს აქვთ მიცემული ვადა, რომ მოაგვარონ აღნიშნული საკითხი და ჰყავდეთ დამხმარე კადრი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნება.

„საქართველოში, სადაც სახელმწიფო ენა არის ქართული, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს მომსახურება ქართულ ენაზე და მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს მისთვის კომუნიკაციის აღნიშნული ფორმა. ეს შეფასდა, როგორც პრობლემად და მომხმარებელთა უფლებების დარღვევად, შესაბამისად, კონკრეტულ კომპანიებს დაევალა, რომ თუ მომხმარებელთან კომუნიკაცია იქნებოდა პრობლემური, მათ უნდა ჰყავდეთ შესაბამისი კადრი, რომ მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია ქართულ ენაზე. ეს კომპანიის იმიჯზეც აისახება, გარდა იმისა, რომ კანონდარღვევაა და ნებისმიერი კომპანიის ინტერესში უნდა იყოს აღნიშნულის უზრუნველყოფა. ამ კომპანიებს აქვთ მიცემული ვადა, რომ მოაგვარონ აღნიშნული საკითხი და ჰყავდეთ დამხმარე კადრი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნება,"- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება