ირაკლი კობახიძე „მეგობარი აქტზე" -  ეს მტრული აქტი ჩავარდა, რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ვართ აბსოლუტურად ღია და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება გვინდა, ველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას

განცხადება გაკეთდა, რომ ეს მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა, რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამ ურთიერთობებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის ამერიკული მხარის პოზიციის მოლოდინში.

„ვაცხადებთ, რომ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, იმ პარტნიორობის განახლება, რომელიც გააუქმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ ტრამპის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არის ჩვენი სურვილი, დანარჩენი არის დამოკიდებული ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, სრულიად ღია ვართ ამ ურთიერთობებისთვის, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას. რაც იქნება ამერიკული მხარის პოზიცია, იმის მიხედვით გაიმართება დისკუსიები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად იმისათვის, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი