საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტმა კახეთის რეგიონის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ, თუ როგორ მიმდინარეობს სასწავლო და კვლევითი პროცესები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამ ტიპის ღონისძიებები მოსწავლეებს არა მხოლოდ მათთვის საინტერესო სფეროს არჩევაში ეხმარება, არამედ აძლევს მოტივაციას, მომავალში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. რეალურად ნანახი გარემო, თანამედროვე ლაბორატორიები და სტუდენტებთან უშუალო ურთიერთობა, ხშირად, გადამწყვეტ როლს თამაშობს პროფესიის არჩევისას. მსგავს აქტივობებს სწორედ ამ მიზნით ვატარებთ, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ ფაკულტეტზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და სემეკის მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტმა კახეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის თქმით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევითი ლაბორატორიები, სადაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მათ ენერგეტიკის დარგთან დაკავშირებული სიახლეები და განვითარების პერსპექტივები გააცნეს.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებას გააჩნია მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ფუნქცია. ერთი მხრივ, ის ხელს უწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ენერგეტიკის დარგის განვითარების ტენდენციების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, აძლიერებს უნივერსიტეტისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთკავშირს. ახალგაზრდებს, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თანამედროვე საგანმანათლებლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, პროფესორ-მასწავლებელთა საქმიანობას, გაცილებით უფრო გააზრებული არჩევანი შეუძლიათ გააკეთონ მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით. ამგვარი პრაქტიკა არა მხოლოდ უნივერსიტეტის პოპულარიზაციას ემსახურება, არამედ აყალიბებს მომავალ თაობას, რომელიც საჭირო კომპეტენციით იქნება აღჭურვილი ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებთან გასამკლავებლად”, - აცხადებს ქეთევან ქუთათელაძე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო