დაკავებული უკრაინის მოქალაქის, ტრაილერის მძღოლის ადვოკატი - ჩვენებაში 4 ოქტომბერთან კავშირზე საუბარი არ არის - ამბობს, რომ ორი მაღალჩინოსანი მივიდა და გამოატანა ორი ყუთი - რეგულარულად დადიოდა საქართველოში და ამიტომ გამოიყენეს

ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებული უკრაინის მოქალაქის, მიხაილ სკრუპსკის ადვოკატის, დალი ბარბაქაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს.

ადვოკატის თქმით, დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს იმის გათვალისწინებით, რომ მის მანქანაში აღმოაჩინეს ნივთიერება, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მას ეკუთვნის.

“ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს მიხაილ სკრუპსკის ედავებიან სსსკ 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს საბაჟო წესების დარღვევით შემოტანას და ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანას”, - აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, აქვს თუ არა აღნიშნულ ფაქტს კავშირი 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავის ჩვენებაში ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

„ამასთან დაკავშირებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავის ჩვენებაში არაფერი უთქვამს. მე ვფიქრობ, რომ ეს ვარაუდებია. თუ უშიშროების სამსახურს რამე ინფორმაცია აქვს, მე ამაზე წვდომა არ მაქვს. ჩვენებიდან შემიძლია ვთქვა, რომ 4 ოქტომბერზე საუბარი არ არის.

როგორც თვითონ ამბობს, ორი მაღალჩინოსანი მივიდა და გამოატანეს 2 შეფუთული ყუთი. არ იცოდნენ შიგნით რა იყო. კითხა კიდევაც რამე ნარკოტიკული ნივთიერება იყო თუ არა. მათ კი კატეგორიულად უარი უთხრეს. იმის გათვალისწინებით, რომ თვითონაც უკრაინელი იყო, მისი შვილები ომში იბრძვიან და ოჯახის წევრებიც, ამიტომ გადაწყვიტა მოქალაქეობრივ მოვალეობას იხდიდა, მაგრამ კონკრეტულად რა ნივთიერება იყო, არ იცის. დანაშაულს აღიარებს იმის გათვალისწინებით, რადგან მისი შემოტანილი იყო და მის მანქანაში იყო, შესაბამისად პასუხისმგებლობა მას ეკუთვნის.

მას ერთადერთი მისია ჰქონდა, ბათუმში დახვდებოდა ვინმე უკრაინელი პიროვნება, რომელსაც არ იცნობდა. რომელიც დახვდა კიდევაც. ამ ყუთების გადაცემისას კი პოლიციამ დააკავა. 8 წელია გადამტან კომპანიაში მუშაობს, რეგულარულად დადიოდა საქართველოში და სწორედ ამიტომ გამოიყენეს”, - აცხადებს ადვოკატი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება