დაკავებული უკრაინელის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებმაც ნივთის გადატანა სთხოვეს, უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებად გაეცნენ - თანხა არ აუღია, როგორც უკრაინის მოქალაქემ, ვალად მივიჩნიეო

ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებული უკრაინის მოქალაქის, მიხაილ სკრუპსკის ადვოკატის, დალი ბარბაქაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნივთის გადატანა უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სთხოვეს.

ადვოკატის თქმით, სკრუპსკი ამბობს, რომ ნივთის გამოტანა პირველად მოუხდა და უარის თქმა ვერ შეძლო, რადგან უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებმა სთხოვეს.

მისივე განმარტებით, სკრუპსკის თქმით, ამ პირებმა საკუთარ თავი უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებად გააცნეს და პირადობები უჩვენეს, თუმცა გვარები და სახელები ვერ დაიმახსოვრა.

„მერსედესის ტიპის ტრაილერის მძღოლია. 8 წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოჰქონდა ავეჯი, ხანდახან პროდუქტი.

ნივთის გამოტანის პირველი შემთხვევაა. ისეთმა ხალხმა მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარიო. ეს ადამიანები უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები არიან. სანაცვლოდ თანხა არ აუღია. მე, როგორც უკრაინის მოქალაქემ, ვალად მივიჩნიეო.

ერთადერთი, ვკითხეო ნარკოტიკი ან რამე ხომ არ არის, შარში არ გავეხვიოო. მათ მითხრეს არა და სიტყვაზე ვენდეო.

როგორც მან თქვა, გაეცნენ როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები. პირადობები მაჩვენესო, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე გვარი და სახელებიო”,- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს