კახა კალაძე - ძალიან ვუფრთხილდები იმ პატივისცემასა და სიყვარულს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ჩემ მიმართ აქვთ, რადგან მათ  წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული

ძალიან საინტერესო და ქალაქზე ორიენტირებული პროექტები გვაქვს, რომლებსაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში ათასობით მოქალაქეს ხვდება, რომელთაგანაც მხარდაჭერასა და პატივისცემას გრძნობს.

„წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას და ხედავთ, როგორია იმ რიგითი მოქალაქეების განწყობა, ვისაც მშვიდობის შენარჩუნება უნდა, ვისაც ქალაქის განვითარება უხარია, ვისაც უხარია ქვეყნის აღმშენებლობა. როგორ არ უნდა გინდოდეს და გიხაროდეს, რომ შენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს?! მადლობელი ვარ თითოეული თბილისელის. ყოველდღე ათასობით ადამიანს ვხვდები და შემთხვევითი არ არის, თუნდაც ის მხარდაჭერა, რომელიც პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს და ასევე, რომელიც ჩემი მისამართით არის. ძალიან მახარებს ეს დამოკიდებულება, ეს პატივისცემა და სიყვარული, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს. ამას ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ, რადგან ჩემი თანამოქალაქეების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. შესაბამისად, ძალიან საინტერესო და ქალაქზე ორიენტირებული პროექტები გვაქვს, რომლებსაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ.

ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს ვესაუბრებით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე. ოპოზიციის წარმომადგენლები კი კეტავენ ქუჩებს, აგინებენ და ლანძღავენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს