გიორგი შარაშიძე - „ქართულ ოცნებას“ სურს არჩევნების დღემდე მაქსიმალურად აწიოს ტემპერატურა და ხელოვნურად გაზარდოს რადიკალიზაცია - არჩევნებამდე კიდევ უფრო მეტ დაკავებებს ვნახავთ

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს არჩევნების დღემდე მაქსიმალურად აწიოს ტემპერატურა და ხელოვნურად გაზარდოს რადიკალიზაცია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ ხელოვნურად ძაბავს ვითარებას.

„დღევანდელი რეჟიმის მიზანია პროტესტის მუხტის არ ჩაცხრობა. „ქართულ ოცნებას“ სურს არჩევნების დღემდე მაქსიმალურად აწიოს ტემპერატურა და ხელოვნურად გაზარდოს რადიკალიზაცია. „ოცნება“ ხელოვნურად ძაბავს ვითარებას არჩევნების წინ. ასე იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომელიც სააკაშვილის შემოსვლით დაგვირგვინდა. „ოცნება“ ყოველთვის ასეთი ტიპის რადიკალიზაციით გადის ფონს. ამ ნაცადი ტაქტიკით „ოცნება“ ერთადერთ რამეს აკეთეს, როდესაც ზრდის დაპირისპირებას, ის ამ პოლარიზაციის ფონზე ახერხებს ამომრჩევლის მობილიზაციას. დღეს, „ოცნებას“ როგორც არასდროს სჭირდება ელექტორატის მობილიზება. ყველა ეს მოქმედება, დაჭერა, ტემპერატურის აწევა მუშაობს „ოცნებაზე“, - განაცხადა შარაშიძემ.

შარაშენიძე არ გამორიცხავს არჩევნებამდე კიდევ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ.

მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ მზად არის ყველას გაწირვისთვის, ვინც მის პოლიტიკურ ინტერესებში არ ჯდება.

„არჩევნებამდე კიდევ უფრო მეტ დაკავებებს ვნახავთ. ყველაფერი მოსალოდნელია „ოცნებისგან“. ვისაც ჩათვლიან, რომ ამ ბინძური პოლიტიკური ტაქტიკისთვის დასჭირდებათ, ნებისმიერს გაწირავენ. ბურჭულაძე ღარიბაშვილის კადრი იყო. რა თქმა უნდა, ის ღარიბაშვილის გარეშე ასეთი დონის კორუფციას ვერ გაბედავდა. მეტიც, „ოცნებაში“ არის ათეულობით მაღალი თანამდებობის პირი, რომლებსაც ეცინებათ იმ თანხებზე, რასაც კორუფციულ სკანდალს ეძახიან. გაცილებით მეტი აქვთ მითვისებული. მათთვის ნახევარი მილიონი ევრო არაფერია.

შეიძლება გადავიდნენ საკუთარი გუნდის წევრებზეც, ამიტომ არ არის გამორიცხული ირაკლი ღარიბაშვილიც [დააკავონ]. ერთი მხრივ, ბურჭულაძეს იჭერდე კორუფციის ბრალდებით და კალაძე გყავდეს თბილისის მერად მესამე ვადით არჩეული, ეს არის პარადოქსი“,- განაცხადა შარაშიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის