ბექა ბასილაია - ვნახეთ კადრები, რომელიც ადასტურებს, რომ სისხლის სამართლით გათვალისწინებულ არცერთ მუხლს ადგილი არ აქვს - მურთაზ ზოდელავა არის პოლიტიკური პატიმარი

მურთაზ ზოდელავა არის პოლიტიკური პატიმარი,- ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს სუს-ში შესვლამდე განუცხადა, სადაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავაა მოთავსებული.

„ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც მკაფიოდ ადასტურებს, რომ არცერთ სისხლის სამართლით გათვალისწინებულ მუხლს ადგილი არ აქვს, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ამ შენობაში გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური მოტივაციით და მურთაზი არის პოლიტიკური პატიმარი”,- განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სუს-მა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, ზოდელავამ სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება