კაია კალასი - რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებზე საუბარიც კი მახეა, რაშიც არ უნდა გავებათ - ბოლოს, დასავლეთში ხმების მობილიზება მოხდება და რუსეთს იმას შესთავაზებენ, რაც მისი არასდროს ყოფილა, იმას მიიღებს, რაზეც არც კი ოცნებობდა

რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარიც კი მახეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსული მოლაპარაკებების ტაქტიკა სამი ნაბიჯისგან შედგება: პირველი, მოსკოვი იმას მოითხოვს, რაც არასდროს ეკუთვნოდა, შემდეგ კი ამას ულტიმატუმები და ძალის გამოყენების მუქარა მოჰყვება. ბოლოს, დასავლეთში ხმების მობილიზება მოხდება, რომლებიც რუსეთს ზუსტად იმას შესთავაზებენ, რაც მისი არასდროს ყოფილა. საბოლოოდ, რუსეთი იმას მიიღებს, რის შესახებ არც კი ოცნებობდა. ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარიც კი მახეს წარმოადგენს, რომელშიც არ უნდა გავებათ“, - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, „რუსეთი კომპრომისად ყიდის იმას, რომ მხოლოდ დაპყრობილ ტერიტორიებს დაიტოვებს“.

„რეალურად, ეს კომპრომისი არ არის, რადგან აქამდე მისი მოთხოვნები გადაჭარბებული იყო. რუსეთს სურს, რომ მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინის მხრიდან დათმობები განვიხილოთ, თავად კი არანაირი დათმობის შეთავაზება გაუკეთებია. ამიტომ, პუტინის მახეში არ უნდა გავებათ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პუტინისთვის ომი სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს. აგრესიის დასაჩუქრება კიდევ უფრო მეტ ომს მოიტანს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს