მურთაზ ზოდელავას ადვოკატი - ბრალს არ ვეთანხმებით, დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშაა პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება უნდა იქნეს მიღებული, რაც მის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს

მურთაზ ზოდელავა არის დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშ პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება, რაც მის გათავისუფლებას ხელს შეუწყობს, უნდა იქნეს მიღებული,- ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამოცანაა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება.

„საზოგადოებამ ნახა კადრები. სადაც ჩანდა, რომ მურთაზ ზოდელავას მხრიდან არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, 353-ე მუხლით, რაზეც თავიდან აპელირებდა სუს-ი, მისთვის ბრალდების წარდგენა იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, მაგრამ იმის გამო, რომ დაკავებული ჰყავთ და ეს დაკავება თითქოს რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციონ, გათავისუფლების ნაცვლად წარუდგინეს მას ბრალდება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით, ეს არის სსკ-ის 364-ე მუხლის 1-ელი ნაწილი. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებას, ვნახოთ, რა შუამდგომლობით შევა პროკურატურა სასამართლოში. ჩვენი ამოცანა არის უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება. მურთაზ ზოდელავა არის დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშ პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება, რაც მის გათავისუფლებას ხელს შეუწყობს, უნდა იქნეს მიღებული. საერთოდ, ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ ბრალდება არ წარედგინათ და ისე გაეთავისუფლებათ“,- .განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ოპოზიციონერ პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავას, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს, ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე წარედგინა.როგორც პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, პროკურატურა მურთაზ ზოდელავას მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„მურთაზ ზოდელავას ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლისა, საბოლოოდ სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას მიმართ - გირაოს შეფარდებას მოითხოვს.საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადეს პროკურატურაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს