ლაშა ტყეშელაძე - რომელმა მოსამართლემაც გამოსცა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება, იგივე მოსამართლე მსჯელობს აღკვეთ ღონისძიებაზე - ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა

რომელმა მოსამართლემაც გამოსცა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება, იგივე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, აღკვეთ ღონისძიებაზე. ეს არის პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ იურისტი ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევაა.

„რომელმა მოსამართლემაც გამოსცა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება, იგივე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, აღკვეთ ღონისძიებაზე. ეს არის პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ევრო სასამართლოს პრაქტიკით, აღნიშნული არის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა, რომელიც გულისხმობს სამართლიან სასამართლოს.” - წერს ლაშა ტყეშელიაძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის