ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეს - მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, პოლიტიკური განცხადების გამო დააკავონ და იმიტომ, რომ არ „გევასებით" და უარყოფითი რაღაცები მაქვს, ციხეში გამიშვით - იქნებ, საქმე აიცილოთ

მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, პოლიტიკური განცხადების გამო დააკავონ და იმიტომ, რომ არ „გევასებით" და უარყოფითი რაღაცები მაქვს, ციხეში გამიშვით, - ამ სიტყვებით "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს მიმართა.

მან მოსამართლეს საქმის აცილებისკენ მოუწოდა.

„თქვენ შეფასება გაგიკეთებიათ, მე ამ ნაჯღაბნით არ დავინტერესებულვარ",- განაცხადა ხაბეიშვილმა, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა გააწყვეტინა, შენიშვნა მისცა და უთხრა, კორექტულად ესაუბრა.

„მე ასე ვიცი შეფასება. ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდები. როდის შემაფასეთ, ან რატომ შემაფასეთ, თურმე ძალიან ცუდი ადამიანი ვარ. დამოუკიდებელ ქვეყანას კი არა, ცივილიზებულ სამყაროს არ ახსოვს სიტყვის გამო დაკავებული პოლიტიკოსი.

თქვენ მოგიტანეს ჩემი პოლიტიკური განცხადება და თქვენ ხართ ერთადერთი მოსამართლე დედამიწაზე, პოლიტიკური განცხადების, პოლიტიკური დაპირების გამო, რომ გაეცით ადამიანის დაკავების ორდერი, თუ რაც არის. იქნებ მოჩვენებითად მაინც, სხვებს უთხრათ მაინც, სასამართლო დამოუკიდებელიაო და საქმე აიცილოთ. მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, პოლიტიკური განცხადების გამო დააკავონ და იმიტომ, რომ არ "გევასებით" და უარყოფითი რაღაცები მაქვს, ციხეში გამიშვით. მომეცით 0,001% მაინც შანსი, რომ არსებობდეს სამართალი",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს