ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი - საქმეში არ არის არავითარი მტკიცებულება, რომელიც შეეხება შესაძლო კავშირს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, უკრაინელების თემას და ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ამბოხებას, ვინმესთან ფარულ კავშირებს

არავითარი მტკიცებულება ირიბი თუ პირდაპირი იმისა, რომელიც შეეხება შესაძლო კავშირს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, ან რაღაც უკრაინელების თემას და ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რაიმე ამბოხებას, ვინმესთან ფარულ კავშირებს, არავითარი მსგავსი მტკიცებულება საქმეში არ არის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობების საქმის, ასევე ბურჭულაძის თემის ლევან ხაბეიშვილთან ირიბად მიბმა „ცალსახად პროპაგანდაა“.

„შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ერთი ფურცელიც, ერთი სიტყვაც, ერთი პატაკიც არ დევს სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ლევანის საჯარო განცხადებებისა და ინტერვიუების გარდა, რაიმეს ეხება. რაც გაკეთდა სუს-ში ბრიფინგები, განცხადებები, თითქოსდა, აქ საუბარია რაღაც ასაფეთქებელი მოწყობილობების საქმის ლევან ხაბეიშვილთან ირიბად დაკავშირებასთან, ბურჭულაძის თემის ირიბად მიბმა, ეს არის ცალსახად პროპაგანდა. ეს არის ხელისუფლების მორიგი მცდელობა, რომ მოიგონონ არარსებული ამბოხის, გადატრიალების თემა, დაზაფრონ მოსახლეობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს ირიბი მინიშნებები.

რაც შეეხება ლევანის ტელეფონს, ის არის ამოღებული. თუმცა ჩვენ რა მტკიცებულებებიც გადმოგვეცა პროცესის წინ, არავითარი მტკიცებულება ირიბი თუ პირდაპირი იმისა, რომელიც შეეხება ან შესაძლო კავშირს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, ან რაღაც უკრაინელების თემასთან, რომელიც შეეხება ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ან რაიმე ამბოხებას, ვინმესთან ფარულ კავშირებს, არავითარი მსგავსი მტკიცებულება საქმეში არ არის“,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს