თინა ბოკუჩავა - საჯარო განცხადებების გამო პოლიტიკოსის დაკავება დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა - ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა ქვეყნისთვის

პოლიტიკოსის დაკავება დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურა - საჯარო განცხადებების გამო პოლიტიკოსების დაკავება სწორედ ამაზე მიუთითებს! - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მიძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ გააკეთა ლევან ხაბეიშვილის საჯარო მოწოდების იდენტური მოწოდება იმის შესახებ, რომ გდდ-სა და ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, რომლებიც “მშვიდობიან დემონსტრანტებზე ხელს არ აღმართავენ, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ და დადგებიან ხალხის მხარეს, რეჟიმის დასრულების შემდეგ 200 000-იან ჯილდოს მიიღებენ”.

"ეს არის იგივე განცხადება, რაც ლევან ხაბეიშვილმა თვენახევრის წინ გააკეთა. პოლიტიკოსის ამ საჯარო განცხადების გამო დაპატიმრება არის დასტური იმისა, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში რუსული ტიპის დიქტატურა დაამყარა.

ასეთი ავტოკრატიული რუსული მეთოდების არავის ეშინია. დღევანდელი დღეც ამის დასტურია.

ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის, საქართველოს დროშისთვის, გიორგი ანწუხელიძის სახელითვის - იმ ყველაფრისთვის, რასაც ქართველობა ჰქვია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს