რუსეთმა წვრთნების დროს ბარენცის ზღვაში „ცირკონის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა

რუსეთმა ბელარუსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების - „ზაპად 2025“-ის - ფარგლებში, ბარენცის ზღვაში მდებარე პირობითი სამიზნის მიმართულებით ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ გაუშვა, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ცირკონის“ პრაქტიკული გაშვება ფრეგატ „ადმირალ გოლოვკოს“ ეკიპაჟმა განახორციელა.

„რეალურ დროში მიღებული ობიექტური კონტროლის მონაცემების თანახმად, სამიზნე პირდაპირი დარტყმის შედეგად განადგურდა“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები - „ზაპად 2025“ - 12 სექტემბერს დაიწყო. მოსკოვი და მინსკი აცხადებენ, რომ წვრთნები წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა და რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას არ ითვალისწინებს. წვრთნები 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!