თეირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის განახლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადებით, მისმა ბირთვულმა კომიტეტმა დაამტკიცა ადრე ხელმოწერილი შეთანხმებები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის განახლების შესახებ, - ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ირანულ სააგენტო NourNews-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგენილ დოკუმენტს 9 სექტემბერს, კაიროში ხელი მოაწერეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ აბდელ-ატას შუამავლობით.

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს სამდივნოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმებების შესრულება დამოკიდებული იქნება ირანის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

„ირანისა და მისი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ნებისმიერი მტრული ქმედების შემთხვევაში, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს ადრე შეწყვეტილი რეზოლუციების აღდგენის შემთხვევაში, ამ შეთანხმებების შესრულება შეჩერდება“, - ხაზგასმულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, თეირანსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის თანამშრომლობა ივნისში, 12-დღიანი ომის შემდეგ შეჩერდა, როდესაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევა განახორციელეს. ირანის ხელისუფლებამ სააგენტოს ინსპექტორები ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს მათი უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ბრძანებით, ქვეყნიდან გააძევა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა