კირ სტარმერი - ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით თავდასხმებს პოლიციელებზე ან იმ ადამიანებზე, რომლებიც ქუჩებში შიშს გრძნობენ წარმომავლობის ან კანის ფერის გამო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება მას შემდეგ, რაც შაბათს ლონდონში ანტიიმიგრაციულ მარშს 100 000-ზე მეტი დემონსტრანტი შეუერთდა, თუმცა მან დაგმო პოლიციაზე თავდასხმა და განაცხადა, რომ ბრიტანეთი ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებაზეა აგებული.

„ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ეს ჩვენი ქვეყნის ღირებულებების ძირითადი ნაწილია.

მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით პოლიციელებზე თავდასხმებს, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ ან იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქუჩებში შიშს გრძნობენ თავიანთი წარმომავლობის ან კანის ფერის გამო“, - განაცხადა სტარმერმა.

მედიის ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ მარშში დაახლოებით 110 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. პოლიციის ცნობით, 26 პოლიციელი დაშავდა, 25 ადამიანი დააკავეს, თუმცა მოსალოდნელია, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს