ელენე ხოშტარია - აზრის გამოხატვა უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი, რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძის ბანერს - რა რეაგირება ექნებათ, არ მაინტერესებს

აზრის გამოხატვა უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი - რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძის ბანერს, რომ რუსების მონაა! - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა, რომელმაც დღეს დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა გააკეთა სახელწოდებით: „რუსი“.

როგორც ელენე ხოშტარია აღნიშნავს, მისთვის საინტერესო არ არის რა რეაგირება ექნებათ, ვინაიდან, მისივე თქმით, „ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს“.

„პირველი: ზოგადად, აზრის გამოხატვა უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი, უნდა გამოხატო აზრი, რომ მიგაჩნია, კალაძე არის რუსი. ეს არ უნდა ისჯებოდეს.

მეორე: მეგი დიასამიძის დაჭერა იყო ჩემთვის მოტივაცია. ადამიანი ტყუილად დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ ბანერზე დააწერა.

მესამე: რა რეაგირება ექნებათ არ მაინტერესებს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს, როცა მოუნდებათ დაგიჭერენ და როცა მოუნდებათ არ დაგიჭერენ. არ მაინტერესებს, რას გადაწყვეტენ, რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძეს რომ რუსების მონაა. დაცვის ბიჭი გამოვიდა, პოლიცია იქ არ იყო ადგილზე, ხელი ვერ შემიშალეს, რაც მინდოდა, ის დავაწერე“,- აღნიშნავს ხოშტარია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შეუფარდა.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის მეგი დიასამიძე. შსს-ს განმარტებით, მეგი დიასამიძემ მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი