დონალდ ტრამპი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებზე - ერთმანეთი ისე სძულთ, საუბარს ვერ ახერხებენ

შვიდი ომი შევაჩერე - მეგონა, რომ ეს ჩემთვის ადვილი იქნებოდა, მაგრამ რთული აღმოჩნდა, -ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განუცხადა.

მისი მტკიცებით, უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას მთავარ დაბრკოლებას მათ შორის პირადი ნეგატიური დამოკიდებულება უქმნის.

„ზელენსკის და პუტინს შორის სიძულვილი განუზომელია. მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ სუნთქვა არ შეუძლიათ. მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ. ისინი ერთმანეთთან საუბარს ვერ ახერხებენ“, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა შემდეგი ნაბიჯი სამმხრივი სამიტი იყოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს.

„მოლაპარაკებები იქნება - სამიტს უწოდებთ თუ უბრალოდ შეხვედრას, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ალბათ, მე მომიწევს ჩართვა. მათ ერთმანეთი იმდენად სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს