ეკა უდესიანი - ბავშვებს სწავლის დაწყება უხარიათ, მაგრამ ბევრ მათგანს სწავლა დანგრეული და დაკეტილი სკოლების ხარჯზე უწევს

ბავშვებს სწავლის დაწყება უხარიათ, მაგრამ ბევრ მათგანს სწავლა დანგრეული და დაკეტილი სკოლების ხარჯზე უწევს - კორუფციული სქემებისა და ე.წ. მთავრობის უყურადღებობის გამო ასეულობით ბავშვი იძულებულია სწავლა ორ ან სამ ცვლაში, ხალხმრავლობაში, საცობებში მგზავრობით, შორს განთავსებულ სკოლებში განაგრძოს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თემქის ზღვის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ეკა უდესიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის გარემო, სადაც ბავშვებს სრულფასოვნად შეუძლიათ სწავლა და განვითარება.

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულია - ახალი იმედებითა და შესაძლებლობებით სავსე.

სიხარულთან ერთად, ვალდებულნი ვართ, ვთქვათ სიმართლე: დღეს, ბავშვებს სწავლის დაწყება უხარიათ, მაგრამ ბევრ მათგანს სწავლა დანგრეული და დაკეტილი სკოლების ხარჯზე უწევს. 157-ე საჯარო სკოლა დედაქალაქში 2 წელია დაკეტილია. მე-4, მე-10 და მე-11 სკოლებში ისევ მიმდინარეობს რემონტი, მე-14 სკოლაც ნახევრად დანგრეულია, 113-ე და 96-ე სკოლები კი - მიწასთან გასწორებული.

კორუფციული სქემებისა და ე.წ. მთავრობის უყურადღებობის გამო ასეულობით ბავშვი იძულებულია სწავლა ორ ან სამ ცვლაში, ხალხმრავლობაში, საცობებში მგზავრობით, შორს განთავსებულ სკოლებში განაგრძოს. ეს არ არის გარემო, სადაც ბავშვებს სრულფასოვნად შეუძლიათ სწავლა და განვითარება.

ეს არის „ოცნების“ ყალბი ზრუნვა ბავშვებზე, მათ უსაფრთხოებასა და განათლებაზე.

თბილისი უნდა იქცეს ქალაქად, სადაც ყოველი ბავშვი ღირსეულად და თანაბარ პირობებში შეძლებს განათლების მიღებას, სადაც ყველა სკოლა იქნება უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეებზე ორიენტირებული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გპირდებით - ერთად ავაშენებთ ისეთ თბილისს, სადაც განათლება იქნება ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის“,- განაცხადა უდესიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს