საქართველოს ბიზნესასოციაციამ შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის შესახებ კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს ბიზნესასოციაციამ და DANSK Industri-მ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ორ დღიან კონფერენციას - „ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა - საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა“ უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენცია მიზნად სოციალური პარტნიორების, პრაქტიკოსი იურისტების, იურიდიული ფირმების, მედიატორების, არბიტრების, ადვოკატების, აკადემიური წრეების, ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ინდივიდუალური შრომითი დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების შესახებ სისტემური დიალოგის დაწყებას, მექანიზმების ანალიზს, სოციალურ პარტნიორების პოზიციების დაახლოებას და საცდელი/საპილოტე მოდელის შემუშავებას ისახავდა.

„ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, შრომის სამართლის ექსპერტის - ზაქარია შველიძის მიერ მომზადებული კვლევის - „ინდივიდუალური შრომითი დავის ალტერნატიული გადაწყვეტა: სისტემის განვითარების გზამკვლევი„ პრეზენტაცია და ფართო აუდიტორიაში გაიმართა დისკუსია მოხდა, რამაც შესაძლებელი გახადა როგორც საერთაშორისო პრაქტიკის სათანადოდ გააზრება, ისე ადგილობრივი პერსპექტივიდან გამოწვევების იდენტიფიცირება და მათ დასაძლევად შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში Dansk Industi-ს და დანიის პროფესიული კავშირების გაერთიანების ექსპერტებმა იორნ კემპელმა და ფილიპ ნორდენტოფტმა აუდიტორიას გამოცდილება შრომითი დავების გადაწყვეტის „დანიური მოდელის“ და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ გაუზიარეს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად აგრძელებს დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შრომის ბაზრის განვითარება და ეკონომიკურ საჭიროებებთან მისი უკეთ ადაპტირება. დღევანდელი კონფერენცია ეძღვნებოდა ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის გზების ძიებას, რაც მნიშვნელოვანია ხანგრძლივი და ხარჯიანი სასამართლო დავების თავიდან აცილებისა და კომპანიებში დასაქმების პოლიტიკის უკეთ გააზრებისათვის. ამ პროექტის ფარგლებში ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ღონისძიება არ არის და ვფიქრობთ, დანიელ პარტნიორებთან BAG-ის თანამშრომლობას უკვე აქვს ხელშესახები სარგებელი როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“,- განაცხადა, საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ კონფერენცია საქართველოს ბიზნესასოციაციისა და Dansk Industri-ს ერთობლივი პროექტის „საქართველოს შრომის ბაზრის განვითარება: სოციალური დიალოგის, უნარებისა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა” ფარგლებში ტარდება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო